როგორ მოვუაროთ სარეცხ მანქანას

სარეცხი მანქანა ყველა ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოწყობილობაა. ვაღიაროთ, რომ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. სარეცხი მანქანის გამოგონებამ ნამდვილად გაამარტივა ჩვენი ყოველდღიურობა, აგვარიდა ხელით რეცხვის დამღლელი პროცედურებს და უამრავი დროც გამოგვითავისუფლა.

მას შემდეგ, რაც ბევრი ფიქრის და უამრავი მოდელის განხილვის შემდეგ მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას და იყიდი შენი საჭიროებებისთვის შესაფერის მოდელს, აუცილებელია, მის მოვლაზე იზრუნო.

სარეცხის მანქანა მრავალი წლის განმავლობაში რომ იდეალურად მოგემსახუროს, უნდა გაითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, რომელიც მის სწორ ექსპლუატაციას და მოვლას უკავშირდება.
სტატიაში გაეცნობი პრაქტიკულ რჩევებს, ამიტომ განაგრძე კითხვა.
საიდან უნდა დავიწყოთ სარეცხი მანქანის მოვლა
პირველ რიგში, ყურადღება მიაქციე სარეცხი მანქანის ტუმბოს და ფილტრს და გამოათავისუფლე ნარჩენებისგან, თმის ღერებისა თუ სხვა ტიპის დაბინძურებისგან.
მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია სარეცხი მანქანის ბარაბანი. მისი რეგულარული წმენდა მნიშვნელოვანია. ბარაბნის ეფექტური წმენდისთვის შეგიძლია გამოიყენო როგორც სარეცხი საშუალებები, ისე, სახლის პირობებში მარტივად მოსამზადებელი სოდისა და ძმრის ნაზავი. ჩართე სარეცხი მანქანა მაღალ ტემპერატურაზე და ბარაბანი გასუფთავდება.
რეცხვის ყოველი ციკლის დასრულების შემდეგ, გაწმინდე ფხვნილის თუ სარეცხი სითხის ნარჩენები, სპეციალურად, მათი მოსათავსებელი უჯრიდან.

ასევე, რეცხვის დასრულების შემდეგ, რეკომენდებულია სარეცხი მანქანის კარის ღია მდგომარეობაში დატოვება. ეს აგარიდებს უსიამოვნო სუნს და მანქანაც შიგნიდან გამოშრება.
სარეცხი მანქანიდან წყალი არასდროს უნდა ჟონავდეს. ამიტომ, პერიოდულად, შეამოწმე, როგორ მიეწოდება წყალი სარეცხ მანქანას. შეამოწმე წყლის და სანიაღვრე მილების მდგომარეობაც.
არ ჩატვირთო სარეცხის მანქანაში იმაზე მეტი სარეცხი, ვიდრე მისი ჩატვირთვის მოცულობა ითვალისწინებს, რადგან ეს დააჩქარებს ნაწილების ცვეთას და საბოლოოდ, გამოიწვევს მის დაზიანებას.
ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში, დაუკავშირდი სპეციალისტს და ისარგებლე ოფიციალური საგარანტიო მომსახურებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები