ზუგდიდში 9 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, კაცი 9 წლის გოგონას ბაბუაა და მასზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ბავშვის მშობლები დღის განმავლობაში მუშაობდნენ და შვილიშვილი მასთან რჩებოდა.

როგორც ირკვევა, მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რის შემდეგაც დედა სახლში მოულოდნელად დაბრუნდა და ბაბუის მიერ შვილიშვილზე მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიციას გამოუძახა.

9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში, განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები