“მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ სხვა დონეზე გადავიდა” – ლა ლიგის ექსპერტი
“გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი დიდად არ გამკვირვებია. ის ძალიან კარგი მეკარეა და რაღაც ეტაპზე „ვალენსიას“ დატოვებდა. მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასულ კლუბში გადასვლა იყო”, – ამის შესახებ ლა ლიგის ექსპერტმა, დერმოტ კორიგანმა “ლივერპულის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა.
“[მამარდაშვილი] კლუბში ძალიან ახალგაზრდა მოხვდა, გამოცდილება და ტექნიკური ნიუანსების გაუმჯობესება სჭირდებოდა, მაგრამ გამოჩნდა, რომ გამორჩეული ტალანტი იყო და აღიქვამდნენ მეკარედ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კლუბში წავიდოდა.
23 წლის ასაკში მან „ვალენსიაში“ 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ამ გუნდში აღზევებასაც გაუგო გემო და დაცემასაც. ასეთ კლუბში ახალგაზრდა მეკარის დამკვიდრება იოლი არაა. გასული სეზონი მამარდაშვილისთვის საუკეთესო იყო. მისი სტატისტიკა გამორჩეული გახლდათ ლიგაში და მან დაამტკიცა, რომ სხვა დონეზე გადავიდა. ფიზიკურად ძლიერია, თამაშში ხშირად ჩართვა უყვარს, ლა ლიგაში ექვსიდან სამი პენალტი მოიგერია, რაც ძალიან კარგი შედეგია”, – აღნიშნა დერმოტ კორიგანმა.