საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავირეისების რაოდენობა გაიზარდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, გაზარდა ოპერირების სიხშირე ურუმჩი – თბილისის – ურუმჩის საჰაერო ხაზზე. კერძოდ, სექტემბრიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ სატვირთო რეისებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, SF Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა.