მოსკოვში კანონიერი ქურდი დააკავეს
ინტერნეტპორტალ Lifenews – ის ინფორმაციით, მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გოგი პიტერსკი (ჯანელიძე) დააკავეს. პორტალის ინფორმაციით, 41 წლის “კრიმინალური ავტორიტეტი” რუსეთში უკანონოდ იმყოფება. ჯანელიძემ მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა და მოსკოვიდან არ გაემგზავრა, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესახებ არსებული რეჟიმის დარღვევისთვის დააკავეს. მას დაჯარიმება და საქართველოში დეპორტაცია ემუქრება.