ახალგაზრდული ევრო 2025-ის შესარჩევ ეტაპზე დღეს საქართველო ნიდერლანდებს დაუპირსპირდება
დღეს ახალგაზრდული ევრო 2025-ის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სტუმრად ნიდერლანდებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრები ექვსი ტურის შემდეგ მოპოვებული 16 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. 13 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, რომელიც 10 სექტემბერს სტუმრად მოლდოვას დაუპირისპირდება, ჯგუფის ლიდერი კი 24 ქულით ნიდერლანდებია.
დღევანდელი მატჩი ქალაქ ვენლოში თბილისის დროით, 22 საათზე გაიმართება.