„საქართველოს ყველაზე ოპტიმალური ხელისუფლება ჰყავს, რაც კი ოდესმე ჰყოლია“
კინორეჟისორმა გოგა ხაიდრავამ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის მმართველი გუნდი შეაფასა. მისი თქმით არ არსებობს იდეალური ხელისუფლება, თუმცა საქართველოს დღეს ნამდვილად ოპტიმალური ხელისუფლება ჰყავს.
ხაინდრავა საქართველოს ქურდების მიერ მართვის თემასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ვინც ამტკიცებს, რომ საქართველოს ქურდები მართავენ, ის გიჟი, ბოროტმოქმედი ან ავადმყოფია. „ ვინც ამტკიცებს, რომ დღეს საქართველოს ქურდები მართავენ, ის ან გიჟია, ან ბოროტმოქმედი, ან ავადმყოფი. ვინც გაჰკივის, რომ საქართველოს თავზე რაღაც საშიშროებაა, ის ანგაჟირებული და სულით მიყიდული ადამიანია. ამ ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. ქვეყანა ვითარდება, გამოდის იმ საშინელი წარსულიდან და იმ არაადამიანური მდგომარეობიდან, რომელშიც ვიყავით. ყველას სინდისის ამნეზია აქვს, ვინც ცდილობს დღევანდელი და გუშინდელი ხელისუფლება ერთმანეთს შეადაროს.“
ხაინდრავას შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლებაც სწორედ ისეთია, როგორიც საზოგადოება: „შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს იდეალური ხელისუფლება ჰყავს. იდეალური ხელისუფლება არ არსებობს. ხელისუფლება არის საზოგადოების სარკე. რა განათლების, უნარების და პროფესიონალების საზოგადოებაც არსებობს, ისეთივეა ხელისუფლებაც. საზოგადოებაზე არც არაფრით უარესი და არც უკეთესი. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ხელისუფლება რომელიც აქამდე საქართველოს ჰყოლია“- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ხაიდრავამ, მთავრობას საერაშორისო პოლიტიკზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კუთხით საკმაოდ დაბალანსებულ ნაბიჯები იდგმევა. „დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველო იმ საშინელ კრიზისში ჩათრევას ააცილა, რასაც უკრაინის მოვლემები ჰქვია. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო უკრაინის კონფლიქტში ჩათრეული იქნებოდა, რაც საქართველოს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანდა“ – აღნიშნა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში.