“ჯერ ჩვენი სიტყვა პარალიმპიადა 2024-ზე ბოლომდე არ გვითქვამს” – იონათამიშვილი

“დღე არ გავა, რომ ჩვენ მედალი არ მოვიპოვოთ და ეს შედეგი რეკორდულია, ვინაიდან ჩვენ აქამდე მხოლოდ 4 მედალი გვქონდა ისტორიაში, ახლა კი უკვე 8 მედალი გვაქვს”, – ამის შესახებ პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს არ არის ყველაფერი, ჯერ ჩვენი სიტყვა პარალიმპიადა 2024-ზე ბოლომდე არ გვითქვამს. მე ვფიქრობ, რომ ეს პარაოლიმპიური თამაშები, რომელიც შევიდა საქართველოს სპორტის ისტორიაში, იქნება მოტივაცია ახალგაზრდა შშმ ადამიანებისთვის. საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი და მოძრაობა არის ერთი ოჯახი და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები