“ხანდახან მეგონა, რომ მოსწავლეები ვიყავით და გაკვეთილს გვიტარებდნენ” – ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი
“ალბათ, ჩემს კარიერაში ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო”, – ასე შეაფასა ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ტომას სოუჩეკმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ჩატარებული მატჩი.
“ხანდახან მეგონა, რომ მოსწავლეები ვიყავით და გაკვეთილს გვიტარებდნენ, მათ კონტრშეტევებს ვერაფერს ვუხერხებდით.
მათ აჩვენეს, რომ ჩვენზე უკეთესები არიან. გვინდა, საშინაო მატჩში რევანში ავიღოთ”, – თქვა მან.
საქართველომ ჩეხეთს დამაჯერებლად, ანგარიშით 4:1 მოუგო.