“ქართველმა ფეხბურთელმა ჩვენს გუნდს დიდი სხვაობით აჯობეს, ჩვენ ვგრძნობდით ფანების ემოციას” – ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„ჩვენს თამაშს პოზიტიურად ვერ შევაფასებ. ამაზე ის ერთადერთი გოლი მეტყველებს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. შედეგით კმაყოფილი არ ვარ. განსაკუთრებით – ბოლო 10 წუთი არ მომეწონა”, – ამის შესახებ ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა საქართველოსთან ერთა ლიგაზე წაგებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ქართველმა ფეხბურთელმა ჩვენს გუნდს დიდი სხვაობით აჯობეს. რაც შეეხება ფანების განწყობას, ჩვენ ვგრძნობდით ამ ემოციას. არაა გასაკვირი, რომ ქართველები ასე ემოციურად გულშემატკივრობდნენ საკუთარ გუნდს და ეს ჩემს ფეხბურთელებზე ცოტა დამთრგუნველად მოქმედებდა.
გულდასაწყვეტია, რომ მატჩთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. იმედია, უკრაინასთან უკეთ ვითამაშებთ და შედეგიც უკეთესი იქნება“, – განაცხადა ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველომ ჩეხეთი დამაჯერებლად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.