“ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა თუ ვერ მოვიდა” – ქოჩორაშვილი
“ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა თუ ვერ მოვიდა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.
“ყოველთვის მიყვარს გუნდელებთან საუბარი და როდესაც შესვენებაზე გასახდელში შევედით, ჩაკვეტაძეს ვუთხარი, მეორე ტაიმში თუ იქნებოდა მომენტი, აუცილებლად თავი აეწია. როდესაც ჩავირბინე, დავინახე, რომ გიორგი მიყურებდა და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ერთადერთი შანსი მქონდა დარჩენილი, მეკარესთვის ბურთი თავზე უნდა გადამეგდო. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ნაკრებში არასოდეს არ გამიტანია, ეს პირველი გოლია და იმედია, მეც და ჩემი გუნდელებიც ასე გავაგრძელებთ“, – თქვა ქოჩორაშვილმა.