ვილი სანიოლი: ჩეხებთან ველოდებით, დაახლოებით ისეთივე ხასიათის თამაშს, როგორიც რამდენიმე თვის წინ გვქონდა, თუმცა ამჯერად წარმატების მისაღწევად გაცილებით მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება
ჩეხებთან ველოდებით, დაახლოებით ისეთივე ხასიათის თამაშს, როგორიც რამდენიმე თვის წინ გვქონდა, თუმცა ამჯერად წარმატების მისაღწევად გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იგივე სულისკვეთების შენარჩუნებაა საჭირო, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა. სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე მცველი გამოგვაკლდა. საბა გოგლიჩიძეს კი დიდი ხანია ვაკვირდები და მისი იმედი მაქვს“, – აღნიშნა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს კი, ტირანაში, საქართველოს მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.