ირაკლი კობახიძე გიორგი ქალდანს პარალიმპიადაზე ვიცე-ჩემპიონობას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზოგადოებას ქართველი პარაძიუდოისტის, გიორგი ქალდანის (73 კგ, კატეგორია J2) მიერ პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს.
ქალდანმა ფინალი იაპონელ პარასპორტსმენთან, ტოკიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ იუჯირო სეტოსთან დათმო და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მესამე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ექვსი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.