“ვფიქრობ, რომ ის პროგრესი რაც აქვს საქართველოს შეუძლებელი იქნება, რომ ვინმემ უარყოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
„საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა. ყველამ კარგად იცის რომ ევროკავშირის წევრობამდე საკმაოდ დიდ გზაა გასავლელი. საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა. ამ ეტაპებს ვინ როგორ გაივლის და როდის გაივლის საბოლოო ჯამში მაინც შედეგზეა დამოკიდებული თუ როდის იქნება თავად ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ პროცესში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მათ შორის სწორედ აკადემიურ წრეებთანაც, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც იქმნება აზრი და ძალიან ხშირად ობიექტური აზრი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ის პროგრესი რაც აქვს საქართველოს შეუძლებელი იქნება, რომ ვინმემ უარყოს სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.