„განვითარების ეკონომიკის ბანკის ნაცვლად განვითარების საფინანსო კორპორაცია შეიქმნება“

საქართველოს განვითარების ეკონომიკის ბანკის ნაცვლად შეიქმნება განვითარების საფინანსო კორპორაცია, რომელიც საპარტნიორო ფონდის რეფორმირების კონცეფციას დაეფუძნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია.
“როდესაც დაიწყება საპარლამენტო სესია, ბუნებრივია, ეს პროექტი განხილულ იქნება, ეს იქნება განვითარების საფინანსო კორპორაცია, რომელიც მიახლოებით იქნება გერმანულ მოდელზე აგებული და არსებული საპარტნიორო ფონდის რეფორმირების კონცეფციას დაეფუძნება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები