საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა

ბათუმში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში  საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა. ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ანგარიშით 3:0 სძლიეს.

ანგარიში პირველ ტაიმში გიზი მამგეიშვილმა გახსნა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებიდან გოლები გიორგი კვერნაძემ და გიორგი აბუაშვილმა გაიტანეს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ქალაქ ველნოში გამართავს, სადაც ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველომ 21 წლამდე  ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად უმასპინძლა. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულეს და მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.

ინფორმაციისთვის: 2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები