საქართველოს პრეზიდენტს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარგე მარდისალუ-კახარმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.