გიორგი ქადაგიძე მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეხმაურება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები შეესაბამება ეკონომიკის განვითარების იმ სტადიას, რაზეც საქართველო იმყოფება. ამის შესახებ ქადაგიძემ მსოფლიო ბანკის იმ მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც რეგიონში ყველაზე ძვირი სესხი საქართველოში გაიცემა.
“მიუხედვაად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში სახეზეა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ გვაქვს ამ კუთხით ის დონე, რაც დასავლეთ ევროპაშია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკაც არ არის განვითარების იმ დონის, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ აქ ყველაფერი კანონზომიერია, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. არსებული ტენდენციებით, პრინციპში, კმაყოფილნი ვართ, რადგან იპოთეკურ სესხებზე ერთნიშნა საპროცენტო განაკვეთები რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს კი ეს რეალობაა”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით კი სამომხმარებლო სესხებზე, საქართველოშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები