გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონმა თავისი საქმე უკვე გააკეთა, საზოგადოებამ დაინახა ვინ არიან ე.წ. „ენჯეოები“
,,გამჭვირვალობის კანონმა თავისი საქმე უკვე გააკეთა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა ვის არ აქვს არაფერი დასამალი.
„ქართულმა საზოგადოებამ დაინახა ვინ არიან ეს ე.წ. „ენჯეოები“, რომლებიც შავ ფულს არიან ჩაბღაუჭებულები პირდაპირი გაგებით. და დაინახა ისიც, თუ ვინ დარეგისტრირდა ანუ ვის არ აქვს არაფერი დასამალი და ვინ აპირებს დამალვას. ახლა თუნდაც დარეგისტრირდნენ თუნდაც არ დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის კანონმა თავისი მისია შეასრულა. თუ არ დარეგისტრირდებიან, საქმიანობას გააგრძელებენ მაგრამ მოუწევთ ჯარიმების გადახდა. ვინც დარეგისტრირდება, ნახეს რომ უმტკივნეულოა ეს პროცესი გააგრძელებენ ჩვეულებრივ საქმიანობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.