„იმაში, რომ ჩვენი იდენტობა დღემდე არის გადარჩენილი, ეკლესიამ ფასდაუდებელი როლი შეასრულა“ – მაჭავარიანი
„იმაში, რომ ჩვენი იდენტობა დღემდე არის გადარჩენილი და დღემდე მოტანილი, ეკლესიამ ფასდაუდებელი როლი შეასრულა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
„შესაბამისად, როდესაც ჩვენ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში უფრო მკაფიოდ გამოიხატება ეკლესიის, როგორც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის საყრდენის როლი“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.