მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, განცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა

„ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, განცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე განხილული იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება.

„განხილული იყო მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია და ამ კამპანიის ფარგლებში დასახული მიზანი, რომ ეს არ არის მარტივი, გულწრფელები უნდა ვიყოთ. თუმცა, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, განცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამაზე გვქონდა საუბარი – რა ლეგიტიმური გზით უნდა მიაღწიოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები