“დღევანდელ რეალობაში ეკლესიას აქვს ძალიან აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთება იქნება ფაქტის კონსტატაცია” – ანდრია ჯაღმაიძე

“დღევანდელ რეალობაში ეკლესიას აქვს ძალიან აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთება იქნება ფაქტის კონსტატაცია”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ფასეულობათა ცვლის ძალიან დიდი დინამიკა გვაქვს და ეკლესიას უხდება ხელჩართული ბრძოლა იმისათვის, რომ არ მოხდეს რადიკალური ჩანაცვლება. ღირებულებების და ფასეულობების. დღევანდელ რეალობაში ეკლესიას აქვს ძალიან აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასეთი ჩანაწერი იქნება ფაქტის კონსტატაცია. ჩანაწერში, რომელიც გაკეთდა კონსტიტუციური შეთანხმების დროს, ვერ მოხერხდა ჩაწერა და აღნიშვნა იმის, რომ ეკლესიას აქვს თანამედროვე ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ფუნქცია. იქ მხოლოდ აქცენტი იყო გაკეთებული ისტორიულ მნიშვნელობაზე და მაშინ იყო სურვილი ამის ჩაწერის, თუმცა, გარემოებებმა შეუშალა ხელი. დღეს ამის ჩაწერა იქნება აღიარება, კონსტატაცია რეალობისა”, – განმარტა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები