“ეკლესიას დაცვა არ სჭირდება, აქეთ გვიცავს ყველას, უბრალოდ, დღის წესრიგში ეს თემა დადგა, რადგან ვნახეთ, როგორი შეტევაა მართლმადიდებლობაზე” – ზარქუა

“ეკლესიას დაცვა არ სჭირდება, აქეთ გვიცავს ყველას, უბრალოდ, დღის წესრიგში ეს თემა დადგა, რადგან ვნახეთ, როგორი შეტევაა მართლმადიდებლობაზე, ეკლესიაზე, პატრიარქზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.

“ამ მანქურთების მთავარი ამოსავალი წერტილია რამენაირად იდენტობა დაგვაკარგვინონ, გაგვხადონ ერი წარსულის, რელიგიის გარეშე, ჩვენი ნაბიჯი იყო, კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ, რომ მართლმადიდებლობა, ეკლესია და საქართველო – ეს ერთიანობაა და ცალ-ცალკე გამორიცხულია. არ იქნება მართლმადიდებელი ერი, არ იქნება საქართველო. ჩვენ ამის ხაზგასმა გვინდა. ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში პრობლემებს გაუძლო, ის დგას ქართველ ხალხთან ერთად და ჩვენ ამით ვამაყობთ. ეს ნაბიჯი ჩვენი მხრიდან არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერშიც ავსახოთ, რომ მართლმადიდებლობა, ეკლესია და საქართველო განუყოფელია“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები