გორდულაძე – „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე: გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით ცვლილებები არის განხორციელებული

“გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით ცვლილებები არის განხორციელებული”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

“მაგალითისთვის, ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე შემოტანა, ამ დანაშაულზე არ გავრცელდება ამნისტიის პროექტი. არასრულწლოვან მსჯავრდადებულებსა დაკავშირებით, ასევე, იმ ქალ მსჯავრდადებულებთან დაკავშირებით რომლებიც განზრახ დანაშაულისთვის მანამდე მსჯავრდადებულები არ იყვნენ, განსხვავებული და უფრო ჰუმანური მიდგომა გვაქვს შემოთავაზებული ვიდრე მამაკაცის შემთხვევაში. ქალების შემთხვევაში, არასრულწლოვანების შემთხვევაში გვაქვს ერთი მესამედით შემცირება. ერთი მეექვსედის ნაცვლად, ერთი მეხუთედით, ხოლო განახევრების ნაცვლად ორი მესამედით შემცირება“, – განაცხადა  გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები