“სირცხვილია, „სირცხვილიაში“ რომ ხარ გაწევრიანებული, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ორგანიზაცია დარეგისტრირდება თუ არა, სამწუხაროდ, შინაგანი განწყობები არ იცვლება” – ვოლსკი

“სირცხვილია, „სირცხვილიაში“ რომ ხარ გაწევრიანებული, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ორგანიზაცია დარეგისტრირდება თუ არა, სამწუხაროდ, შინაგანი განწყობები არ იცვლება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დესტრუქციული, ვინ უფრო ხისტი იქნება. რასაკვირველია, რომელიმე ორგანიზაციის გვერდზე გაწევა „მეომარი ორგანიზაციებიდან“, წამგებიან მდგომარეობაში აყენებთ, მაგრამ მათი შინაარსი მხოლოდ ის არის, რომ ხდება ორგანიზაციების მობილიზება, რათა როგორმე ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინონ. როცა ერთ-ერთი გვერდზე იწევა, მის მიმართ ბულინგი არაფერს განაპირობებს, მისი ყოფნა-არყოფნისთვის განმსაზღვრელია, დონორი ორგანიზაცია უკარნახებს თუ არა, მივიდეს და რომელიმე კედელი შეღებოს რაღაც ლოზუნგით. არ უთქვამთ, რომ დონორისგან ფულს ვიღებთ, რათა პარლამენტის შენობაზე უტიფარი წარწერები გავაკეთოთო. ეს არის დამაზიანებელი და არა ბულინგი. ბულინგი, ფაშიზმი, ხელების ამოტრიალება სწორედ ამ სახის ორგანიზაციას ახასიათებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მთავარი განმსაზღვრელია, გამოაშკაროვოს თუ არა დონორი, როცა ეწევა ისეთ მავნებლურ საქმიანობას, რასაც, სამწუხაროდ, წლებია, ვხედავთ“  – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები