იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს.
პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება.
ამნისტია 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება. დაახლოებით, 7 000 პირს პირობითი მსჯავრი ერთი წლით შეუმცირდება.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით ივლისში მიიღო.