დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს გაცდენების გამო უსაყვედურა

პარლამენტი თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენლებს ხშირი გაცდენების გამო უსაყვედურა.
უსუფაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ თბილისში პარლამენტის მუშაობაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონკრეტული გვარებიც დაასახელა.
„ერთი წლის განმავლობაში 107 კომიტეტის სხდომაზე არ არის ნამყოფი გივი თარგამაძე. მარიამ საჯაიას 87 გაცდენა აქვს, დავით საყვარელიძეს 86, აკაკი მინაშვილს 83, ზურაბ ჯაფარიძეს 83, პავლე კუბლაშვილს კი 80“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ თბილისში პარლამენტის მუშაობა არაკონსტიტუციურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები