მანანა კობახიძე: უმჯობესია დავოსის ფორუმზე პრემიერ-მინისტრი გაემგზავროს

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად, უმჯობესია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკურ საკითხებში პასუხისმგებლობა მსგავს შემთხვევებში, პრემიერს ეკისრება. „ეკონომიკურ საკითხებში ამ შემთხვევაში, მთავარი პასუხისმგებლობა ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრს ეკისრება. ჩემი პირადი მოსაზრები ასეთია, რომ ასეთი ტიპის ფორუმებზე უმჯობესია, პრემიერი იყოს წარმოდგენილი. თუმცა არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი, ან თუნდაც პრეზიდენტი“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, კლაუს შვაბმა მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები