კობა ხუბუნაიამ სპორტის სამინისტროს სახელით ქართველ მკლავჭიდელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატება მიულოცა

მოლდოვამ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 143 მედალი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩემპიონატის პრიზიორებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია შეხვდა, სპორტის სამინისტროს სახელით მიულოცა წარმატებული ასპარეზობა და მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მკლავჭიდელები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. მიღწეული შედეგების შესაბამისად, მთავრობის დადგენილების თანახმად, სპორტსმენები პრემიებსა და სტიპენდიებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა. მათ ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები