სახლები, მაღაზიები კვების ობიექტები – დატბორილი გურია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობა დააზარალა. ცენტრალური მოედანი რამდენიმე საათის განმავლობაში წყლით იყო დაფარული, გადაუღებელმა წვიმამ სახლები, მაღაზიები, სწრაფი კვების ობიექტები დატბორა და ინფრასტრუქტურა დააზიანა. აღნიშნულის შედეგად მოსახლეობამ ძალიან დიდი ზარალი მიიღო. ძლიერი წვიმის გამო ცუდი ვითარებაა გურიის კიდევ რამდენიმე სოფელში. დაიტბორა სასწავლო დაწესებულება, რის გამოც დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი არ ჩატარდა.