უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად, კურსკის რეგიონში 31 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად კურსკის რეგიონში 31 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„21 აგვისტოს დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა, 143-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. აქედან 79 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 4 ბავშვია“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.

ამასთან, წინა დღით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონში, დაახლოებით, 17 ადამიანი დაიღუპა, 140 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები