სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს

როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს, აგრძელებს 24 – საათიან რეჟიმში მუშაობას.
“დილის 11:00 საათზე საგანგებო შტაბის სხდომაზე, სტიქიის ზონებიდან დეტალური ინფორმაციები მოისმინეს. დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად წარმოიქმნა საკმაოდ ბევრი კერა, რომლებზედაც ხორციელდება მყისიერი და კოორდინირებული რეაგირება. სტიქიის გავრცელების ადგილებზე სრულად არიან მობილიზებული როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ოპერატიულ რეჟიმში და კოორდინირებულად მოქმედებენ ადგილობრივი შტაბები. სტიქიის ზონებში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და შესაბამისი ტექნიკა. დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექი და ძლიერი ქარი ნარჩუნდება. შექმნილი ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს. მიღებულია ყველა ზომა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ სანაპირო ზოლსა და მდინარეების სიახლოვეს გადაადგილებას. საგანგებო შტაბი სტიქიის შეწყვეტამდე 24- საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. გადაუდებელი დახმარებისთვის მოსახლეობას მუდმივად ემსახურება ცხელი ხაზი – 112“- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები