შს მინისტრმა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო სექტორი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესამე სამმართველო „წითელი ხიდი“-ს მე-5 სექტორ „ბურდაზორი“-ს შენობა გახსნა. საზეიმო ცერემონიას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, უწყების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სექტორი საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს. 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციას საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის დამატებითი სახსრები გამოუყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება. 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ. გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს მეოთხე სექტორი „ახკერპი“ გახსნა. საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი“, -აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 2014 წლის ბოლოსთვის კიდევ 6 ახალი სასაზღვრო სექტორის მშენებლობის დაიწყება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Sb0mK3x6F9g” width=”560″ height=”315″]

984217_896379953724101_1743730991847205902_n

1186155_896379697057460_389026577415544305_n

1497612_896379920390771_2116729663787489471_n

1558452_896379873724109_7273838962804756045_n

10151873_896379830390780_1897592867846671283_n

10155620_896379567057473_5585101395376755349_n

10334291_896379907057439_2959009755645102818_n

10357524_896379787057451_862504791883049610_n

10450732_896379627057467_282294820224302611_n

10649670_896379883724108_1299784382276851501_n

10653522_896379747057455_462699489439170894_n

10653883_896379563724140_2375288577774465823_n

10659194_896379840390779_2484868798645435648_n

10665839_896379637057466_6094956633812110081_n

10670054_896379773724119_6722960806106652839_n

10672215_896379620390801_3691710918817699580_n

10672294_896379560390807_159235272337531924_n

10703516_896379710390792_5187796537057663382_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები