ზელენსკი: “ომს შვებულება არ აქვს”
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს მიმართა, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ბრიგადების და რეზერვის პირადი შემადგენლობა შეაქო და პარტნიორ სახელმწიფოებს იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
„ძალიან გთხოვთ. ომს შვებულება არ აქვს, საჭიროა გადაწყვეტილებები, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ მისი განცხადება განსაკუთრებით აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეხება.
პარალელურად, რუსულმა მხარემ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დასავლეთის მიერ კიევში იარაღის გაგზავნა და უკრაინელი სამხედროების მომზადებაში დახმარება მხოლოდ კონფლიქტს ახანგრძლივებს და ვითარებას ბრძოლის ველზე არ ცვლის.