ვოლოდიმირ ზელენსკი – “უკრაინა კურსკის ოლქში დასახულ მიზნებს აღწევს”
კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის მიზანი აგრესორის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ოლექსანდრ სირსკისთან თათბირის შემდეგ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კიევი კურსკის ოლქში დასახულ მიზნებს აღწევს. ზელენსკის თქმით, მათ სახელმწიფოსთვის ტყვეების გაცვლის ფონდში მატება აქვთ.
„მადლობელი ვარ ყველა მიღწეული შედეგისთვის. ვმუშაობთ იარაღით უზრუნველყოფაზე და პარტნიორების მხრიდან აუცილებელი, ძლიერი გადაწყვეტილებების მიღებაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.