ბულგარეთის პრეზიდენტმა ანტი-ლგბტ კანონის მიღებას მხარი დაუჭირა
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც კრძალავს “არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის” შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს ბულგარულ სკოლებში.
მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის წინა პარლამენტმა უარყო მსგავსი კანონპროექტი, ამჟამინდელმა ეროვნულმა ასამბლეამ მას მხარი დაუჭირა.
ახალი კანონის თანახმად, ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეხება „არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას“, პროპაგანდად ჩაითვლება.
პრეზიდენტის ხელის მოწერამდე, კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა და პროტესტი გამოიწვია. შეიქმნა პეტიცია, რომელიც პრეზიდენტს მოუწოდებდა კანონპროექტი არ დაემტკიცებინა – პეტიციას 6 000 მოქალაქე აწერდა ხელს.
ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა უკვე გამოხატა თავისი პოზიცია კანონის გამოქვეყნების შესახებ განკარგულების ხელმოწერით.