უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმის ბოლო ხიდი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში, მდინარე სეიმზე მესამე და ბოლო ხიდი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ და რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

ამ დროისთვის, ხიდზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ.

გლუშკოვსკის რაიონში მდინარე სეიმზე სამი ხიდია. ერთ-ერთი მათგანი სოფელ გლუშკოვოსთან 16 აგვისტოს თავდასხმის შედეგად განადგურდა. თავდაპირველად, ომის ბლოგერები და ანონიმური ტელეგრამის არხები ავრცელებდნენ ინფორმაციას ხიდის დანგრევის შესახებ. მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხიდზე თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნეს.

18 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა მეორე ხიდის დანგრევის შესახებ განაცხადა.

ხიდების დანგრევით უკრაინის მოსაზღვრე გლუშკოვსკის რაიონის ნაწილი მოწყვეტილია მთავარ რეგიონს. თუ მესამე ხიდის ნგრევის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსები ტეტკინოში და მთელ რიგ დასახლებებში ძირითადი ძალებისგან მოწყვეტილი რჩებიან, ამით კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონი სრულ ოპერატიულ ალყაში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები