დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის გეგმაზე მუშაობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ეროვნული უშიშროების საბჭოს დაავალა, უკრაინის უფრო ფართო მხარდაჭერისთვის გეგმა შეიმუშაოს,- ამის შესახებ The Times-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად კოორდინაციას გაუწევს.

უკრაინის ახალი მხარდაჭერა ყოვლისმომცველი იქნება. ის, შესაძლოა, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამრეწველო, ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერასაც მოიცავდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები