“ჰამასმა” მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უარყო
„ჰამასი“ უარყოფს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას და მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების გაჩენაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებს,- ამის შესახებ განცხადება “ჰამასმა” გაავრცელა.
ნეთანიაჰუ მოლაპარაკებების ჩაშლისა და ღაზაში ომის გახანგრძლივების მიზნით ახალ პირობებსა და მოთხოვნებს აყენებს. “ჰამასის” წარმომადგენლების განმარტებით, ისრაელის მხარის მოთხოვნები მათთვის მიუღებელია.
“მას შემდეგ რაც გავიგეთ შუამავლებისგან, რაც განიხილებოდა დოჰაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნეთანიაჰუ აგრძელებს შეთანხმების გზაზე დაბრკოლებების შექმნას. ჩვენ ნეთანიაჰუს სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ შუამავლების ძალისხმევის ჩაშლასა და შეთანხმების შეფერხებაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.