სტიქიის რეგიონებში საგანგებო შტაბები შეიქმნება

ქუთაისში გამართულ საგანგებო სხდომაზე წუხელ გვიან ღამემდე მსჯელობდნენ იმ ვითარებაზე და სიტუაციიდან გამოსავალზე, რომელიც საქართველოს სტიქიამ შეუქმნა. მთავრობის წევრები და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები ყველა პოტენციურად საშიშ ზონაში ვითარებას პირადად გააკონტროლებენ.
სხდომას სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები, აჭარისა და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოს რეგიონებში, სადაც ძლიერი შტორმი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, საგანგებო შტაბები შეიქმნება.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის სრულად არის მობილიზებული ყველა საჭირო ტექნიკა; სვანეთის გზაზე და დევდორაკის ხეობაში, სადაც მეწყერული ადგილებია, სპეციალისტების 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული.
სხდომის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები რეგიონებში – ზუგდიდსა და ანაკლიაში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმსა და სარფში განაწილდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები