“გვახსოვს ყველა, ვინც სახლში უნდა დავაბრუნოთ” – ზელენსკი
“დღეს გენერალი სირსკი ანგარიშს გვაბარებდა კურსკის რეგიონში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებაც. ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც ჩვენ ვგეგმავდით. უკრაინელების სიმამაცე დიდ რაღაცებს შვება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
“მადლობა მინდა გადავუხადო ყოველ მებრძოლს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და მეთაურს. ასევე მადლობა ყოველ ქვედანაყოფს, რომელიც ჩვენს გაცვლით ფონდს ავსებს ახალი რუსი სამხედრო ტყვეების ხარჯზე. ეს მნიშვნელოვანია. ეს აახლოებს ჩვენი სამხედროების, ჩვენი სამოქალაქო პირების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებას. გვახსოვს ყველა, ვინც სახლში უნდა დავაბრუნოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.