ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა დიდი ქვეყანა ცდილობს, თავისი პოლიტიკური მიზნები განახორციელოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, რომ ეს არ გადაიზარდოს ქვეყნის შიგნით უხეშ ჩარევაში

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ NED-ის საქმიანობაზე გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება.

„ყველა დიდი ქვეყანა ცდილობს, რომ გარკვეულწილად თავისი ფასეულობები, მათ შორის, პოლიტიკური მიზნები განახორციელოს სხვადასხვა ქვეყანაში და ეს ახალი მოვლენა არ არის. მაგრამ ამავდროულად აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, რომ ეს არ გადაიზარდოს ქვეყნის შიგნით მართლაც უხეშ ჩარევაში. მაგრამ, როდესაც ხარ მეგობრული, პარტნიორი ქვეყანა, აქ თამაშის წესები უნდა იყოს გაცილებით მეგობრული, ღია და მათ შორის ფასეულობათა გავრცელებისა და დამკვიდრების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ქვეყნის საუკეთესო ინტერესები, რომელ ქვეყანასთანაც შენ ეს პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობა გაგაჩნია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) საქმიანობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები