ეროსი კიწმარიშვილის ძმა პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა პროკურატურას განცხადებით მიმართავს და დაზარალებულის სტატუსს ითხოვს – ამის შესახებ „კვირას“ ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა.
„ვინაიდან ეროსი კიწმარიშვილის საქმეში დაზარალებული მხარე დღემდე არ არსებობდა, ახალი დებულების საფუძველზე, მე პროკურატურას მივმართავ განცხადებით, რომ მომენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. არ ვიცი, რას გადაწყვეტს გამოძიება, მაგრამ მას შემდეგ, რაც, მე როგორც დაზარალებულს, უფლება მექნება საქმის მასალებსაც გავეცნო. თუმცა, შესაძლებელია გამოძიების ყველა მასალაზე წვდომა არ მქონდეს, ამას თავად გამოძიება გადაწყვეტს. შესაძლებელია, ეს იყოს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ეროსი კიწმარიშვილი წელს, 15 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა, საქმის მასალებში დაზარალებული მხარის სტატუსით კიწმარიშვილების ოჯახის წევრები არ სარგებლობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები