ევროსაბჭოს სხდომაში მონაწილეობას ქართული დელეგაციაც მიიღებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომებს დღეიდან გამართავს. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას ქართული დელეგაციაც მიიღებს.
საპარლამენტო ასამბლეის სხდომებზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ჰუმანიტარული საკითხები იქნება განხილული. ხვალ კი მონიტორინგის კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც საქართველოში დემოკრატიის განვითარების შესახებ მომზადებული ანგარიში განიხილება.
ევროსაბჭოში ასევე უკრაინის შესახებ მომზადებულ რეზოლუციაზე კომიტეტებში მსჯელობა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები