გია ვოლსკი: რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს

მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს. მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს. რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი. ეს არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან, რა მიზეზითაც ეს ყველაფერი მოხდა. შეეძლო თუ არა, თავი აერიდებინა ეს ერთი საკითხია, მაგრამ კონკრეტული ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელზეც შემდეგ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოში მრავალწლიანი ბრძოლა მოგვიწია მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებებიც კი დაგვიმალა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამაშია საქმე და რუსეთის ისეთ განცხადებას გააკეთებს, როგორიც თავად აწყობს, მაგრამ ეს რუსეთმაც და ყველამ კარგად იცის უკვე, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაასახელა ის აგრესორადაც და ოკუპანტადაც. ეს საკითხი დამთავრდა. ახლა ამის მიღმა რა პროცესებიც მიმდინარეობდა, რა საკვირველია დასადგენია. პირველ რიგში ის თემა – რატომ ამბობს სააკაშვილი, რომ რუსეთს სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა შემოჭრისათვის. და თუ ასეთი ჰქონდა, მაშინ რატომ შეუქმნა სამართლებრივი საფუძველი რუსეთის ფედერაციას – ამაზეა საუბარი. ახლა ცდილობენ, რომ რუსებმა, რადიკალურმა ოპოზიციამ, „ნაცმოძრაობამ”, როგორც სჩვევიათ ხოლმე, სათავისოდ გამოიყენონ და განცხადებები აკეთონ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაეროს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ყოველ წელს აკვირდება დასავლელი კოლეგების „მანიაკალურ სურვილს“, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მან „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირება მოახდინა და განაცხადა, “სცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როცა ჩემი დასავლელი კოლეგები მოვლენ და მოგატყუებენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები