თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რამდენიმე პროვინციაში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, – ამის შესახებ Reauters-ი წერს.
ხანძარი ჩანაქკალეს პროვინციაში, ეჯაბატის რაიონში, ბოლუს პროვინციის გოინუკის რაიონში და მანისას პროვინციის გორდესის რაიონში გაჩნდა.
სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იუმაკლიმ განაცხადა, რომ ჩანაქკალეში ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო მანისაში ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია. ძალისხმევა გაგრძელდა სხვებთან ბრძოლაში.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ ხანძრების ნაწილი ლოკალიზებულია, ნაწილის ჩასაქრობად მუშაობა აქტიურად გრძელდება.
“მეტეოროლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში მაღალი რისკია. ჩვენ მზადყოფნაში ვართ”, – განაცხადა მინისტრმა იუმაკლიმ და აღნიშნა, რომ მაღალი ტემპერატურის და დაბალი ტენიანობის რისკებს, ძლიერი ქარიც ემატება.
სალიკვიდაციო სამუშაოებში 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი და 265 სახმელეთო მანქანა, ასევე სატყეო მეურნეობის 1400 პერსონალია ჩართული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 100 ჰექტარი მიწის ფართობია დაზიანებული, სამი სოფლიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, თუმცა, როგორც განმარტეს, საცხოვრებელ უბნებს საფრთხე არ ემუქრება.