რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ ქვეყნები მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე არიან
დასავლეთის ქვეყნებმა, რუსეთზე თავდასხმების განსახორციელებლად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, მსოფლიო, რეალურად, მესამე მსოფლიო ომის პირას მიიყვანეს,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების კომიტეტის წევრმა, მიხაილ შერემეტმა განაცხადა.
“სამხედრო ტექნიკის დასავლური მოდელების არსებობაზე დაყრდნობით, უცხოური წარმოების საბრძოლო მასალითა და რაკეტებით, ასევე, რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმაში უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლების ფართომასშტაბიანი მონაწილეობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“, – განაცხადა შერემეტმა.
მისივე თქმით, ნატოს ქვეყნებმა უკრაინას, ფაქტობრივად, რუსეთზე თავდასხმის უფლება მისცეს, თვითონ კი მარიონეტული კიევის რეჟიმის უკან მიიმალნენ.