ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო, სიცილიის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა
ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო, იტალიაში კატანიის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.
სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე აეროპორტში ფრენების დაახლოებით 75%-ია გაუქმებული.
მედიის ცნობით, გაუქმებული ფრენების უმეტესობა Ryanair Holdings Plc-ს ეკუთვნის, შემდეგ მოდის ITA Airways-ი და EasyJet Plc-ის კომპანიები.
„აეროდრომზე ვულკანური ფერფლის ჩამოვარდნის გამო, ასაფრენი ბილიკი გამოუსადეგარია და შესაბამისად, როგორც ჩამოსვლა, ასევე გამგზავრება შეჩერებულია“, – ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.