რუსეთში ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იუწყება.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი სოფელ მიხაილოვკასთან ჩამოვარდა.

ბომბდამშენი გეგმურ ფრენას ასრულებდა, რა დროსაც მას ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა.

მომხდარის მიზეზად თავდაცვის სამინისტრომ ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

როგორც ცნობილია, პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები