უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – ჩვენი ჯარისკაცები კურსკის ოლქში 82 დასახლებას აკონტროლებენ
უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი ავრცელებს.
“მიმდინარე დღის დასაწყისიდან, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებებით 500 მეტრიდან 1,5 კმ-მდე წინ წაიწიეს. მათ მოიგერიეს მტრის სამი შეტევა და თავადაც გააგრძელეს შეტევითი ოპერაციები”,- განაცხადა გენერალ-პოლკოვნიკმა.
როგორც სირსკი ამბობს, 6 აგვისტოდან მოყოლებული, უკრაინელი ჯარები ბრძოლებში 35 კილომეტრით დაწინაურდნენ, აკონტროლებდნენ რუსეთის ტერიტორიის 1150 კვადრატულ კილომეტრს და 82 დასახლებას.